ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვაშინგტონში დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

აშშ-ის დედაქალაქში საპროტესტო აქციები არ წყდება. დედაქალაქში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ვაშინგტონში აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს, სიტუაციის დაძაბვა სწორად ამას მოჰყვა.

CNN-ის ცნობით, „წიწაკის სპრეით“ დაზარალებული მოქალაქეები თვალებსა და სახეებზე წყალსა და რძეს ისხამდნენ.

ამასთან, წუხელ პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა.

შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მათ მანქანები დაწვეს, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიას.

დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.

 გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს, პოლიციელი კი მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევასთან დაკავშირებით მინეაპოლისის პოლიციის ოთხ ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერდა. მათგან ერთ-ერთს, დერეკ შოვინს კი ბრალი მკვლელობაში წაუყენეს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....