“გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ ყოფილა. ბევრი დაპატიმრება განხორციელდა. ყველამ შესანიშნავი საქმე შეასრულა. დიდი ძალები იყო მობილიზებული. ანალოგიურად მინეაპოლისშიც. (მადლობა პრეზიდენტ ტრამპს).“
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
აღნიშნული განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.