aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულა ოთხი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი”- ბათუმში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც საცხოვრებელ სახლებში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი აღმოაჩნდათ.

სპეცოპერაცია ერთდროულად ორ მისამართზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შს სამინისტროსთან ერთად ჩაატარა.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბა­თუმ­ში, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­კა­ვეს.

გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ქ. ბა­თუმ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ორ მი­სა­მარ­თზე და­ი­გეგ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის 9 მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თაც არ უფიქ­სირ­დე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თა და არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა ოთხი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი,”- ნათ­ქვა­მია სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, დამ­ზა­დე­ბას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

იტვირთბა....