aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყებს, რომელიც 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე  ხორციელდება და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

სამინისტროს ცნობით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია, წარადგინონ დოკუმენტები  2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით. ხოლო, თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტები წარდგენილი არ იქნება, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

„ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას;

სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას; ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.”- აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა შემდეგია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

ამასთან, რეგისტრაციის ბოლო, მეოთხე ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

იტვირთბა....