aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოძრაობა „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიის შექმნას გეგმავს..

ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ „TV პირველს“  განუცხადა.

როგორც ბრეგაძე აღნშნავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა პარტიასთან.

„ჩვენ იძულებულები გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი „ქართული მარშის“ ბაზაზე. გარდა პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გარდა მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. მათ რიცხვში არ შედის „პატრიოტთა ალიანსი“, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვაქვს,”- აცხადებს ბრეგაძე.

რაც შეეხება ლევან ვაშაძეს, ბრეგაძის თქმით, ის პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს და საზოგადოებრივი საქმიანობით შემოიფარგლება.

“თუკი ის გადაწყვეტს პოლიტიკაში მონაწილეობას, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენი დამფინანსებლები მე და ჩემი მეგობრები ვიქნებით. ჩვენ არანაირი კავშირი არ გაქვს, არათუ რუსეთის ხელისუფლებასთან, არამედ რუსული პოლიტიკის არც ერთ სეგმენტთან“, – აცხადებს ბრეგაძემ.

იტვირთბა....