aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პროტესტის ნიშნად, Facebook-მა მთავარი ფოტო გააშავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარკ ცუკერბერგმა  მენეაპოლისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  Facebook-ის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა. ხოლო, პროტესტის ნიშნად, Facebook-მა მთავარი ფოტო გააშავა.

ცუკერბერგის თქმით, ის გარემო ამერიკაში, რომელშიც ფერადკანიანი ადამიანები ცხოვრობენ, რასიზმისა და უსამართლობის ხანგძლივი ისტორიის ნაწილია.

როგორც ცუკერბერგმა პოსტში აღნიშნა, ამ ბრძოლას მხარის დასაჭერად. Facebook-ი  უფრო მეტად უსაფრთხო პლატფორმა უნდა იყოს.

ამასთან, Facebook რასობრივ სამართლიანობაზე მომუშავე ჯგუფებს 10 მილიონი დოლარით ეხმარება.

“გასული კვირის მოვლენების ტკივილი გვახსენებს იმას, თუ რამდენად შორს უნდა წავიდეს ქვეყანა იმისთვის, რომ ყველა ადამიანს  თავისუფლება მისცეს. რათა მათ ღირსეულად და მშვიდობიანად იცხოვრონ.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ის გარემო ამერიკაში, რომელშიც ფერადკანიანი ადამიანები ცხოვრობენ, რასიზმისა და უსამართლობის ხანგძლივი ისტორიის ნაწილია. ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა ცვლილებები მოვახდინოთ.

ჩვენ ვდგავართ ფერადკანიან საზოგადოებასთან – ჯორჯ ფლოიდთან, ბრეონა ტეილორთან და კიდევ სხვა მრავალთან, ვისი სახელებით არასდროს მიეცემა დავიწყებას.

იმისთვის, რომ ამ ბრძოლას მხარი დავუჭიროთ და ფერადკანიან საზოგადოებას გვერდში დავუდგეთ. Facebook-ი მათთვის უფრო მეტად უსაფრთხო პლატფორმა უნდა იყოს.

მართალია რთული იყო ფლოიდის იმ ვიდეოს ნახვა, რომელიც Facebook-ზე დარნელა ფრეზიერმა ატვირთა, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდებოდა, უნდა გვენახა.

უნდა გვახსოვდეს ფლოიდის სახელი. მაგრამ აშკარაა ის, რომ Facebook-ს უფრო მეტი აქვს სამუშაო, რათა დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება.

მართალია რთული იყო ფლოიდის იმ ვიდეოს ნახვა, რომელიც Facebook-ზე დარნელა ფრეზიერმა ატვირთა, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდებოდა, უნდა გვენახა.

უნდა გვახსოვდეს ფლოიდის სახელი. მაგრამ აშკარაა ის, რომ Facebook-ს უფრო მეტი აქვს სამუშაო, რათა დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება.

იმედი მაქვს, რომ შევძლებთ იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც სამართლიანობის მისაღწევად საჭიროა – არა მარტო, იმ ოჯახებისთვის და თემებისთვის, რომლებიც ახლა მწუხარებას განიცდიან, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც უთანასწორობის ტვირთს ატარებენ“.

შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. 

ამასთან, ვვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. ტუმცა გამოსვლები არ შეჩერებულა.

 

 

 

 

იტვირთბა....