aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის ერთ მილილიტრ სისხლში 1000 დოლარს იხდიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი ტიპის კორონავირუსით გამოჯანმრთელებული ადამიანის ერთი მილილიტრი სისხლი შესაძლოა 1000 აშშ დოლარად გაიყიდოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ზოგადად, წითელი წითელი ჯვრის მსგავსად, საავადმყოფოებში და არაკომერციული სისხლის ბანკებისთვის შემოწირული პლაზმა, ძირითადად, დაცულია, როგორც ექსპერიმენტული მკურნალობა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მძიმე კოვიდ-19.

სისხლის რეალიზატორები, რომლებიც საიმედო ანტისხეულების ტესტებს ქმნიან, მზად არიან კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლის ერთ მილილიტრში 1 000 აშშ დოლარი გადაიხადონ.

ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელების დასაწყისში, ამერიკაში მოღვაწე ნეიროიმუნოლოგმა, დავით მრელაშვილმა, რომელსაც აქვს მოქმედი სამედიცინო ლიცენზია და პრაქტიკა 27 შტატში და ტელემედიცინის საშუალებით კონსულტაციას უწევს 200-მდე ჰოსპიტალს, “მეტრონომთან” განაცხადა, რომ შესაძლოა კორონავირუსგადატანილი პაციენტების სისხლი ოქროზე მეტად გაძვირებულიყო. მისი განცხადებით, თუკი გამოჯანმრთელებული პაციენტების შრატს გადავუსხამთ რომელიმე მძიმე პროგნოზის მქონეს, არაორდინალურ შედეგს მივიღებთ.

შეგახსენებთ, საქართველოში კრიტიკულ პაციენტთან სამკურნალოდ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა უკვე გამოიყენეს. 83 წლის კრიტიკულ პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც სისხლის პლაზმა გამოიყენეს, გაუმჯობესდა.

ცნობისთვის, სისხლის პლაზის შესაქმნელად საჭიროა, პაციენტს გადატანილი ჰქონდეს კორონავირუსი და მის ორგანიზმში ჭარბი რადენობის ანტისხეული ფიქსირდებოდეს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პლაზმის შესაქმნელად დონორად 20 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი გამოდგება.

 

 

 

იტვირთბა....