ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახალი ტიპის კორონავირუსით დაონფიცირდა.

ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, კორონავირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის წევრებსაც.

„ამ წუთებში სამსახურში არ ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო. გუშინ აღმოჩნდა, რომ ჩემმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი აჩვენა. სხვათა შორის, სიმპტომები ჯერჯერობით არ მაქვს. ტესტი ჩემი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და მათზეც დადებით აჩვენა“,-განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერი ვარაუდობს, რომ მისი დაინფიიცრება მოხდა სამუშაო შეხვედრის დროს.

“ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს დავინფიცირდი. როგორც იცით, ასეთი შეხვედრების დროს მაგიდაზე წყლიან ჭიქას დგამენ. პირს, რომელმაც მაგიდაზე ჭიქა დადო, ხელთათმანი არ ეკეთა და მე მას ამაზე შენიშვნაც მივეცი,“- განაცხადა ფაშინიანმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....