aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდუბის რაიონის გამგეობა ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.

სამუშაოები 9 650 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა მოეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე, იცვლება ტროტუარი და ბორდიური.

გასულ წელს, დიდუბის გამგეობამ აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით, 1 255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მთავარ კოლექტორზე დაერთდა. წვიმის დროს ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი ადგილობრივ მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი“ 480 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს დიღმის მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

იტვირთბა....