aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში, 6 წლის ბავშვი ძლიერი დამწვრობით გადმოიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში, 6 წლის ბავშვი ძლიერი დამწვრობით, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავეს.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში აცხადებს, ბავშვს დამწვრობა ადუღებული წყლით აქვს მიღებული და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

“ბავშვი ამ წუთას მოთავსებულია დამწვრობის რეანიმაციის განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ადუღებული წყლით არის დამწვარი, მას დამწვარი აქვს ქვემო კიდურების უკანა ზედაპირები, გადმოყვანილია საგანგებო სიტუაციების რეანომობილით“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

იტვირთბა....