მთავარი ციტატა

“2012 წლამდე თვითდასაქმებულების მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა”

“ბატონ რომანს და მის პოლიტიკურ ძალას საერთოდ არ აინტერესებდა, ვინ იყო თვითდასაქმებული. 2012 წლამდე თვითდასაქმებულების მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა. და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თურმე ჩვენ თვითდასაქმებულებს ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ, რომ მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია. ახლა, ბატონმა რომანმა რაც ამ ტრიბუნიდან განაცხადა, არის ტყუილი.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ცნობისთვის, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ  მტავრობის მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირება რეალურად კორუფციული გეგმაა. მისი თქმით, ეს არის ხელისუფლებასთან და ივანიშვილთან დაახლოებული სამსენებლო კომპანიებისთვის ფულის შოვნის გეგმა.

პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.

 

იტვირთბა....