ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოდის, ბატონი რომანი მთავაზობდა, სამშენებლო კომპანიები და ჩემი მოქალაქეები მიმეტოვებინა”- გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირება მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საცხოვრებელი პირობები გაიმჯობესონ, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენმა 30 ათასმა მოქალაქემ გადაწყვიტა იპოთეკური სესხით საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. აქედან 25 ათასი მოქალაქე, რომელიც სამშენებლო კომპანიებთან იპოტეკურ ურთიერთობებში შევიდა, ამ ხალხის ბინების მშენებლობა ჯერ დასრულებული არაა

გამოდის, ბატონი რომანი მთავაზობდა, ეს სამშენებლო კომპანიები და ჩემი მოქალაქეები მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ. მიმეტოვებინა ადამიანები, რომლებსაც აქვთ სესხი და დარჩნენ საცხოვრებელი ფართის გარეშე, მაშინ როცა ფული ჰქონდათ გადახდილი. ზუსტად იმას მტავაზობდა ბატონი, რომანი, რომ 25 ათას მოქალაქეს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ბინა შეეძინათ, თურმე მათ არ მივხმარებოდით. და ეს ადამიანები უნდა დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა, რომ ქალაქი ავსებულიყო ამ ჩონჩხებით, რაცაა დაუსრულებელი მშენებლობები. ,”- აცხადებს გახარია.

ცნობისთვის, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ  მტავრობის მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირება რეალურად კორუფციული გეგმაა. მისი თქმით, ეს არის ხელისუფლებასთან და ივანიშვილთან დაახლოებული სამსენებლო კომპანიებისთვის ფულის შოვნის გეგმა.

პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.

 

იტვირთბა....