aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტანსაცმლის ზოგიერთ მაღაზიაში გასახდელი ოთახები უქმდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მწარმოებელ “რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება.

ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

როგორც მაღალაშვილი აცხადებს, მათ ქსელში შემავალ მაღაზიებს შემუშავებული აქვთ პროტოკოლი, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ამცირებს.

ამ პროტოკოლის მიხედვით, დირექტორის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი გასახდელი ოთახების გაუქმებაა, ასევე, დაბრუნებული ტანსაცმელი მოთავსდება კარანტინში, სადაც დეზინფექცია ჩაუტარდება.

“ჩვენ გასახდელ ოთახებს გავაუქმებთ, რათა ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, სამაგიეროდ, გავზრდით მობრუნება-გადაცვლის პროცედურებს. ამასთან, მობრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად მოხვდება კარანტინში და ჩაუტარდება დეზინფექცია. ამ პროტოკოლებით ჩვენ აბსოლუტურად უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ოპერირებას. მოსაზრებები, რომელიც იყო, რომ ტანსაცმელი მაღალი რისკია, აბსოლუტურად გამოვრიცხეთ ჩვენი პროტოკოლებით. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამას გაითვალისწინებენ და მოგვცემენ ოპერირების საშუალებას“,-განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

როგორც რეზო მაღალაშვილი აღნიშნავს, ის ობიექტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობას შეძლებენ, საქმიანობის უფლება უნდა მიეცეთ.

ცნობისთვის, საქართველოში შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ბიზნესის ნაწილს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა, თუმცა კვლავ შეჩერებულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. ჯანდაცვის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტანსაცმლის საშუალებით ვირუსის გავრცელების რისკები იზრდება, ამიტომ მათი ოპერირება ამ ეტაპზე შეჩერებულია.

იტვირთბა....