aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში მოკლული იპოვნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინელი დეპუტატი, ვალერი დავიდენკო საკუთარი ოფისში გარდაცვლილი იპოვნეს – ინფორმაცია ამის შესახებ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა.

მისივე ცნობით, პოლიტიკოსი თავში გასროლით არის მოკლული. როგორც გერაშენკო აცხადებს იარაღი მის ცხედართან აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება თვითმკვლელობაც.

ცნობისთვის, დავიდენკო უმაღლესი რადას წევრი 2014 წლიდან არის. ის საკანონმდებლო ორგანოს ეკონომიკური განვითარების კომიტეტის წევრი იყო.

იტვირთბა....