aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველი ტალღაც არ გვქონია, ჩვენ გვქონდა სიო…” – ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი დათო გზირიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირველი ტალღაც არ გვქონია. ჩვენ გვქონდა სიო პატარა. არ ყოფილა ტალღა – ამის შესახებ, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი დათო გზირიშვილმა, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების გამოვლენიდან მალევე შეზღუდვების დაწესებამ ინფიცირების ტემპი შეამცირა.

„პირველი ტალღაც არ გვქონია. ჩვენ გვქონდა სიო პატარა. არ ყოფილა ტალღა. თავიდანვე იმდენად ორგანიზებულად დავხურეთ გალავნის კარები და ჩავიკეტეთ, პრაქტიკულად, ამ ვირუსმა ვერ მოახერხა და ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა იმუშავა.

მე თუ მკითხავთ, ტალღა ჩვენ საერთოდ არ გვქონია. ჩვენ პირველ ტალღას, ანუ უკვე მზადებას მაშინ ველოდებით ან თუ გაგვექცა შიდა გადაცემა, რომელიც ახლა კონცენტრირებულია სამხრეთ საქართველოში, ან, როდესაც ჩვენ გავხსნით  გალავნის კარებს, მნიშვნელობა არ აქვს ტურიზმის თუ სხვა რამის გამო, მაინც უნდა გავხსნათ. ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ და მაინც შემოვა აქ და იქნება ზრდა.

მთელი ჩვენი ამოცანაა, ეს ზრდა არ იყოს მკვეთრი და მისი გამკლავება შეგვეძლოს; ჩემი წარმოდგენით, ეს არაა სავალდებულო აციება და შემოდგომა, ინტერვალით, მით უმეტეს თუ საზღვარს გავხსნით, ეს დაიწყება სექტემბერ-ოქტომბერში“, – განაცხადა გზირიშვილმა.

იტვირთბა....