aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის სამუშაო გამოცდილება „უაღრესად მნიშვნელოვანი“ იქნება, რადგანაც მას მუდმივად იმ საკითხებთან, მათ შორის კონფლიქტებთან, ჰქონდა შეხება, რომლებიც ეუთოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში განიხილება.

“ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

 

იტვირთბა....