aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოში 1 000 მედპერსონალისთვის COVID-19-სგან დამცავი ეკიპირება გავგზავნეთ” – სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში 1 000 მედპერსონალისთვის COVID19-სგან დამცავი ეკიპირება გავგზავნეთ – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეუსბუქის” საკუთარ გვერდზე, ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აღჭურვილობაში შედის: კომბინიზონი, ბახილები, სახის დამცავი ფარი და დამატებით ნიღბები. მისი თქმით, ეს ყველაფერი ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში უკვე დარიგდა, ორშაბათიდან კი კახეთის რეგიონის კლინიკებშიც შევა.

“სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ადგილას ექიმებს ამაზე ათქმევინეს უარი, დამცავი ეკიპირების მიღებაზე იმ საბაბით, რომ მათ ყველაფერი ისედაც აქვთ. ჯერ ერთი თუ აქვთ, ძალიან კარგი, მაგრამ ზედმეტი არასდროს არ არის, იმიტომ რომ საუბარია მრავალთვიანი ბრძოლის პროცესზე, რომელიც წინ გვიდევს. მაგრამ გასაგებია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული და ძალიან ვწუხვარ, რომ აქაც გაურიეს პოლიტიკა”, — წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, ის ზუმის საშუალებით კახეთის 7 კლინიკის ხელმძღვანელებსა და პერსონალს ესაუბრა

იტვირთბა....