aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რეფორმატორის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს – კანდიდატებისთვის 3 აუცილებელი მოთხოვნაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რეფორმატორების პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქგვერდზე”  კონკურსში მონაწილეებისთვის სპეციალურ ფორმას აქვეყნებს, სადაც აუცილებელი მოთხოვნებიცაა მითითებული.

„მოგესალმებათ უკრაინის რეფორმების საბჭოს ნაციონალური კომიტეტი! თუ გსურთ შემოუერთდეთ რეფორმატორების ჩვენს მეგობრულ, აქტიურ და ძლიერ გუნდს, შეავსეთ ეს ფორმა“, – წერს სააკაშვილი.

სფეციალური ფორმის მიხედვით, რეფორმატორების საბჭოში მოსახვედრად, კანდიდატისთვის აუცილებელი მოთხოვნებია: ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სპეციალობით 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება და ყოფილი დამქირავებლების რეკომენდაცია.

ფორმის ბოლოს წერია, რომ  ვისაც უნდა გახდეს რეფორმატორი, ვიდეოს ჩაწერაც მოუწევს

კონკურსში მონაწილეებისთვის მოთხოვნადი პროფესიებია: იურისტი, PR-სპეციალისი, ქოფირაიტერი, მენეჯერი, ბუღალტერი და სხვ.

კანდიდატებთან გასაუბრება 19 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ,  7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

იტვირთბა....