aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

როდის მიიღებს პრეპარატ “რემდესივირს” საქართველო – თენგიზ ცერცვაძის კომენტარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო კომპანია Gilead-ის პრეპარატ „რემდესივირს“ მაისის ბოლომდე მიიღებს. მისი განცხადებით, მთავრობა მოლაპარაკებებს აღნიშნულ კომპანიასთან უკვე კარგა ხანია აწარმოებს. ცერცვაძის ინფორმაციით, ჯანმოს საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობის გამო, საქართველო პრეპარატს მოსალოდნელზე ადრე მიიღებს.

„რემდესივირს“, თვის ბოლომდე მივიღებთ, რადგანაც საქართველო არის მონაწილე ჯანმოს დიდი საერთაშორისო კვლევისა. ამ კვლევაში ერთ-ერთი მედიკამენტი ოთხიდან სწორედ „რემდესივირია“. „რემდესივირი“ საქართველოში შემოვა უფრო ადრე. შემდეგ იმედი გვაქვს, რომ კომპანიაც მოგვაწვდის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, მაგალითად იაპონამ, აღნიშნული პრეპარატი სამკურნალოდ უკვე მიიღო. იქაური სპეციალისტები აცხადებენ, რომ კომპანია „გილიადის“ მიერ წარმოებული პრეპარატი, რომელიც თავდაპირველად ებოლას საწინააღმდეგოდ იყო შექმნილი, კოვიდ პაციენტების გამოჯანმრთელების პერიოდს მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

იტვირთბა....