aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაკვირვებული ვარ იმ შიშით, რაც ჩემმა კანდიდატურამ წარმოშვა” – მიხეილ სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, “როიტერთან” ინტერვიუში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სააკაშვილმა საკუთარ ამოცანებზე ისაუბრა.

„პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის მოსახლეობისგან აქვს მკაფიო მანდატი, რომ ამოაშროს ჭაობი, გაწმინდოს არეულობა, კორუფციული უწესრიგობა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო უკრაინამ და ოლიგარქიული ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს. საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო დაიკარგა არჩევნების შემდეგ. მაგრამ ახლა, გარდაუვალი მასშტაბური კრიზისის გამოწვევასთან ერთად, რომელიც მსოფლიოში არსებული ვითარების გამო მძიმედ ურტყამს უკრაინასაც, არ არსებობს სხვა არჩევანი, გარდა სწრაფი რეფორმებისა და ცვლილებების, რადგან საქმე გვაქვს სიტუაციასთან, როდესაც უკრაინა ან იცვლება ან ქრება. უკრაინას ეკონომიკური თავისუფლება სჭირდება. გაკვირვებული დავრჩი მეც და პრეზიდენტი ზელენსკიც იმ შიშით, რომელიც ჩემმა კანდიდატურამ წარმოშვა. ეს არის ძველი ლობისტების შიში, რომელთაც არ სურთ რაიმე ცვლილება. მათ იციან, რომ მე მაქვს ცვლილებების უნარი არა მხოლოდ საქართველოს გამო, არამედ ოდესის გამოც, სადაც გუბერნატორი ვიყავი ძალიან შეზღუდული ძალაუფლებით, მაგრამ ადგილობრივ დონეზე განსაკუთრებული ინტერესების წინააღმდეგ წავედი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

იტვირთბა....