ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს” – ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეხმაურება, კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას საპარლამენტო დიალოგთან დაკავშირებით და ამბობს, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს.

მისი თქმით, , რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპაციას და შესაბამისად, მასთან დიალოგი შეკრების პირველივე დღეს დასრულდება.

“ეს ვიდეოხიდი იყო, ეს არ არის ოფიციალური განცხადება და სიტყვამ მოიტანა, თავისი „კეთილი ნება“ გამოაჩინეს. სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ, ეს თემა გაცილებით უფრო რთულია, ვინაიდან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს. გინდა იმ საქციელიდან გამომდინარე, რასაც ბორდერიზაცია ჰქვია, ხალხის გატაცებები… თვითონ რუსეთის ფედერაციის განწყობა მხოლოდ ქართულ – რუსულ ურთიერთობებში არ არის ჩაკეტილი. მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპაციას. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური დიალოგი დამთავრდება პირველივე დღეს, როგორც კი შევიკრიბებით. კოსაჩევმა ამ დიალოგთან დაკავშირებით თანამოაზრეებს გაუზიარა თავისი აზრი და პოზიტიურად ეცადა თავის წარმოჩენას. დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება და არამგონია, რომ სწორი ნაბიჯი იყოს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან.

იტვირთბა....