aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აქცია-სეირნობაში მონაწილე “გირჩის” ორი წევრი 1000-1000 ლარით დაჯარიმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

23 აპრილს იპოდრომზე, პარტია გირჩის მიერ მოწყობილ აქცია-სეირნობაზე, დაპატიმრებულ სამ პირთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და სამი დაკავებულიდან ორი 1 000-1 000 ლარით დააჯარიმეს, მესამეს კი შენიშვნა მისცეს.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვდნენ. მათი თქმით, იპოდრომზე დისტანციის დაცვით სეირნობდნენ, თუმცა პოლიციამ სამი მათგანი დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის იყო “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძეც.

გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....