“უკრაინის რადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა სააკაშვილი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ დანიშნა და მას ამ პოსტის მიღებაზე უარი უთხრა. ვფიქრობ, ორმხრივ ურთიერთობაში საკმაოდ დისონანსურია მისი დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურაში. უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობები არ ყალიბდება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, ის საკმაოდ ფართო ფორმატში გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში. ამ თემაზე სამსჯელო იქნება და, რასაკვირველია, ორმხრივ ურთიერთობებს ამით ჩრდილი მიადგება“
გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
“პირველი არხი”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის რეფორმების ნაციონალურ საბჭოში ინიშნება.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, 28 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.