aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

სანიტარიული ჭრების ფარგლებში, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების  ჭრა გრძელდება.

დღეიდან თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 400-მდე ზეხმელი და დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული.

დედაქალაქში ამ დროისთვის, ჯამში, 40 000-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა.

სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.

 

 

იტვირთბა....