aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ჩემი შვილი სასიკვდილოდ დადეს. რომ მოვიდნენ თქვეს, კორონაზე უნდა შევამოწმოთო..” – ფოთში ნაცემი მამაკაცის დედა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ივანიშვილის შესახებ კრიტიკული პოსტის გამო, ფოთში, 44 წლის მამაკაცი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. პოლიციის ფორმიანი პირები ფეისბუქპოსტის ავტორს საკუთარ სახლში თავს დასხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება, მამაკაცის დედამაც გააკეთა. მისი თქმით, როგორც კი კარი გააღო მის შვილს ცემა დაუწყეს.

“ჩემი შვილი სასიკვდილოდ დადეს. თავში აქვს დაზიანებები. რომ მოვიდნენ თქვეს, რომ თქვენი შვილი, კორონაზე უნდა შევამოწმოთო. გააღეს კარი და ცემას დაუწყეს. სიკვდილზე დადეს ჩემი შვილი” – აცხადებს ივანოვის დედა.

 

 

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,541,538 მიაღწია. გარდაიცვალა 90,086 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 342,272 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....