aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში კორონავირუსი დედასა და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმში, კორონავირუსით დედა-შვილი დაინფიცირდა. მისივე თქმით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.

“40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კორონავირუსზე გამოიკვლიეს. მათი ყველა კონტაქტი ცნობილია, მეთვალყურეობის ქვეშ ოჯახის კიდევ ორი წევრი იმყოფება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დედა-შვილი კლინიკა „მედალფაში“ არიან მოთავსებულები, სადაც ჯამში 16 პაციენტი მკურნალობს.” – განაცხადა მიქელაძემ.

ინფიცირებულთა შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 6 მათგანს პნევმონია აქვს.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,541,538 მიაღწია. გარდაიცვალა 90,086 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 342,272 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....