aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქემ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს – შსს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა, რომელიც 3 000 ლარს შეადგფენს, მოქალაქემ 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, პირს დაკისრებული ჯარიმის გაასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია.

​„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30 დღიანი ვადა. ამასთან, გასაჩივრება აღნიშნულ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის N181 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. შესაბამისად, პირი უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

ამასთან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირს გასაჩივრება არ ეზღუდება. მთავრობის დადგენილების ზემოაღნიშნული ჩანაწერი პირს არ ართმევს გასაჩივრების უფლებას, არამედ მხოლოდ, უხანგრძლივებს გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადებს. შესაბამისად, პირს შეუძლია დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

იტვირთბა....