aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ დააკავა პროფესორი, რომელმაც, სავარაუდოდ, კორონავირუსი შექმნა და ჩინეთს მიყიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ(FBI) დააკავა ჰარვარდის პროფესორი, ექიმი ჩარლზ ლიბერი, რომელსაც ბრალი ედება კორონავირუსის შექმნის მიზნით ჩინეთთან თანამშრომლობაში.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროფესორმა ჩარლზ ლიბერმა, სავარაუდოდ, შექმნა კორნავივირუსი და ჩინეთს მიყიდა.

აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა უცხოურმა მედიამ სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-მა იპოვა კაცი, რომელმაც აწარმოა კორონავირუსი და ჩინეთში გაყიდა.

ფედერალურმა ბიურომ ჩარლზ ლიბერი ჯერ კიდევ იანვარში დააკავა, როცა გამოძიებამ დაადგინა, რომ პროფესორმა უხანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან “ჩინეთის ახალწვეული მკვლევარების” პროგრამაში ჩართულობის მიზნით თანხა მიიღო და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

პროფესორმა 3 წლის წინ  ოფიციალურად განაცხადა თანხმობა ჩინეთის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობის შესახებ. ამ დროის განმავლობაში, ის ყოველთვიური ხელფასის სახით 50 000 ამერიკულ დოლარს იღებდა. საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი 1,5 მილიონ დოლარს უკავშორდება, რომელიც  ჩარლზ ლიბერმა ჩინეთის მთავრობისაგან ლაბორატორიის ასაშენებლად და კვლევითი პროცესების ხელმძღვანელობისათვის მიიღო.

როგორც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაარკვია, ჩარლზ ლიბერმა აღნიშნულ შეთანხმებას ხელი ჰარვარდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელით მოაწერა, შესაბამისად, კონტრაქტი პროგრამაში ჰარვარდის უნივერსიტეტის ჩართვასაც გულისხმობდა. ჰარვარდის ადმინისტრაციის განცხადებით, ჩარლზ ლიბერს უნდა სცოდნოდა, რომ აღნიშნული უფლებამოსილება არ ჰქონდა – სავარაუდოდ მან გამიზნულად იცრუა და შეცდომაში შეიყვანა თანამშრომლობის ყველა დაინტერესებული მხარე.

იქედან გამომდინარე, რომ კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა სწორედ უხანის პროვინციაში დაფიქსირდა, გაჩნდა ეჭვი, რომ ჩარლს ლიბერის დაპატიმრება სწორედ ვირუსის შექმნაში მის მონაწილეობას უკავშირდებოდა.

ვირუსის შექმნაზე არაერთი მოსაზრება გავრცელდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ვირუსი ადგილობრივმა მეცნიერებმა შექმნეს უხანის ლაბორატორიაში, რომელმაც განზრახ ან შემთხვევით გაჟონა და ფათოდ გავრცელდა.

რაც შეეხება ჩარლს ლიბერის ბრალეულობას, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში პროფესორი პირდაპირ დაადანაშაულეს ჩინეთში ვირუსის გაყიდვაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობის უდიდესი ტრაგედია გახდა.

 

 

 

იტვირთბა....