aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

22 წლის ქართველი მეზღვაური პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან დაიკარგა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 22 წლის ქართველი მეზღვაური დაიკარგა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.

მაროკოდან ესპანეთის მიმართულებით შესრულებული მარშრუტის შემდეგ, გემი „იასემინი“ შავ ზღვაში გაუჩინარდა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ქართველი მეზღვაური გემზე ბოლოს 26 მარტს ნახეს, ხოლო ოჯახის წევრებისთვის მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ცნობილი 29 მარტს გახდა.

როგორც ცნობილია, გემის ეკიპაჟის წევრებს შორის კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფება, რომელთან დაკავშირებასაც დაკარგული მეზღვაურის ახლობლები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

იტვირთბა....