aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდება. მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემიაა. ინფორმაციას ამის შესახებ, Grupo Modelo ავრცელებს. სწორედ მას ეკუთვნის აღნიშნული ლუდის ბრენდი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯგუფმა მას შემდეგ მიიღო, რაც მექსიკის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ლუდსახარშის საქმიანობა არაუცილებელ საქმიანობად შეაფასა.

წარმოება დროებით 5 აპრილიდან შეჩერდება. კორონავირუსის ეპიდემიის გამო მექსიკის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დროებით შეაჩერა არააუცილებელი საქმიანობის განხორციელება. ბოლო მონაცემებით, მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების 1 510 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 50 ადამიანი კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 27 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 319.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,055,179 მიაღწია. გარდაიცვალა 55,731 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 223,886 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....