aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“ჩვენი კონსტიტუციური პრინციპია რწმენის თავისუფლება და ესეც უნდა იყოს რეალიზებული” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ “ტვ იმედის” ეთერში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

“აღდგომამდე დაახლოებით სამი კვირაა. მანამდე ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, ეპიდემიის განვითარებას და იქიდან გამომდინარე თუ როგორი იქნება ეს განვითარება, ჩვენ ვრჩებით ყოველდღიური კონსულტაციების რეჟიმში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, მიიღება სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩვენი საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოების ინტერესებში არის ის, რომ ეპიდემია არ გავრცელდეს, საფრთხე არ შეექმნას ადამიანების ჯანრმთელობასა და სიცოცხლეს. ასევე, ჩვენი კონსტიტუციური პრინციპია რწმენის თავისუფლება და ესეც უნდა იყოს რეალიზებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ საუკეთესო ბალანსს ამ ინტერესებს შორის. ვფიქრობთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება და ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანების რწმენის თავისუფლების რეალიზება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.” – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 1 აპრილს, საქართველოს საპატრიარქომ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 134 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 26 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,000,889 მიაღწია. გარდაიცვალა 51,371 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 210,244 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....