aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვინმეს თუ ქვეყნის დახმარების სურვილი აქვს, არანაირი ნებართვა არ სჭირდება, რომ რეისი განახორციელოს” – გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ამის საშუალებას მას  მთავრობა არ აძლევს.

გახარიას თქმით, თუ ვინმეს სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში.

“ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით. ვიღაც რაღაც სურვილებს გამოთქვამს, წერილები იწერება, კანცელარიაში. ერთი რამ მინდა ვთქვა – ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება.

ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარება სჭირდება, სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი. საჭიროა უბრალოდ, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ზუსტად ნახევარ საათში. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და ადმინისტრაციებში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც შეუძლია, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, აქვს სურვილი, ჩვენს მოქალაქეებს მიეხმაროს, უბრალოდ, გამოაცხადონ, რომ ისინი აკეთებენ ამ რეისს, ამ ფრენას ნებისმიერი ქალაქიდან. ამას კანცელარიაში მისვლა კი არ სჭირდება, ავიაციასთან მიმართვა სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გუშინ, 1 აპრილს, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 131 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 26 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 965,535 მიაღწია. გარდაიცვალა 49,247 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 203,308 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....