სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მოჩანს ავტომანქანების დიდი რაოდენობა როგორ შემოდის რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
“რას შემოგვიტანენ ღმერთმა იცის” – ასეთ კომენტარს აკეთებს ადამიანი, რომელიც ამ ვიდეოს ავრცელებს.
თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მათ შორის არიან საქართველოს ოფიციალური მოქალაქეებიც, რომლებიც ამ გზით ცდილობენ, გადმოკვეთონ საოკუპაციო ზოლი და გადმოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
კიდევ ერთი ვერსიით, რუსეთიდან აფხაზეთში უსაფრთხოების მიზნით შემოდიან, რადგან ჯერჯერობით, არ არსებობს ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს კორონავირუსი.
როგორც ჩანს, საოკუპაციო ზოლთან ოფიციალურ თბილისს გარკვეული ზომების მიღება მოუწევს, რადგან თავიდან აიცილოს დამატებითი საფრთხეები კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.