aviabiletebi
მთავარი ციტატა

“კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს”

“დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მოხდა შეთანხმება. ჩვენ ვვარაუდობდით, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე და გავაკეთე განცხადებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, თუ როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს. არჩევნებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კალაძე, თბილისის მერი

“პირველი არხი”

ამის შესახებ კახა კალაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო საკითხზე მიღწეული შეთანხმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

 

იტვირთბა....