aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ გვერდით არის სახელმწიფო და თქვენ გვერდით ვართ ჩვენ…” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს, სოციალური ქსელით, იტალიიდან ქალაქ მილანიდან ულოცავს.

კალაძემ პოსტში ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის აუცილებლობას და მოუწოდა ქალებს, იყვნენ უფრო ძლიერები და ისაუბრონ მეტი პრობლემებზე.

“ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს, რომელთა შრომა, მიზანდასახულობა, გონიერება, გულისხმიერება, ზრუნვა და, რასაკვირველია, სიყვარული აქცევს თითოეულ ჩვენგანს პიროვნებად.
მივმართავ საქართველოში მცხოვრებ იმ ქალებს, რომლებიც, სამწუხაროდ, აღმოჩდნენ ძალადობის მსხვერპლნი ან ახლაც განიცდიან სხვადასხვა სახის ზეწოლას – არ შეშინდეთ, არ გაჩუმდეთ, ისაუბრეთ პრობლემაზე, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის; თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ გვერდით არის სახელმწიფო და თქვენ გვერდით ვართ ჩვენ, საზოგადოება, რომლისთვისაც სრულიად მიუღებელია ჩაგვრა და ძალადობა.ყველა ქალს ვუსურვებ ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს!გილოცავთ!“, – წერს თბილისის მერი.

იტვირთბა....