aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა სუხიშვილებს კი­ევ­ში თავის სახ­ლში უმასპინძლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა უკრაინაში გადაღებული ფოტო, რომელიც ილი­კო და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლე­ბთან ერთად არის გადაღებული.

ექსპრეზიდენტი წერს, რომ ქარ­თველ სტუმ­რებს კი­ევ­ში, თავის სახ­ლში უმას­პინ­ძლა და ქართველი მოქანდაკე დავით ნათიძისგან განსაკუთრებული საჩუქარიც მიიღო.

“ანტვერპენში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ დავით ნათიძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა,
ჩამომიტანა და ჩემი სახლის ეზოში, კიევში დადგა თავისი თანამედროვე ქანდაკება “ქალის ტორსო”.
ეს მოვლენა განსაკუთრებული იყო თუნდაც იმიტომ რომ, ამ ქანდაკების გახსნას დაესწრნენ, გენიალური ქართველები ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი და ასევე სუხიშვილების ანსამბლის აღმასრულებელი მენეჯერი ხატია ეკიზაშვილი და Reuters-ის ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში მაკა ანთიძე.
ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი საღამო გამოგვივიდა ჩემს იაპონურ ბაღში.

P.s.
სუხიშვილების ანსამბლმა უკრაინის კულტურის სასახლე, სადაც 4000 ადამიანი ეტევა, ხუთი დღის განმავლობაში გაავსო ისე რომ არცერთი ბილეთი არ იშოვებოდა. გარეთ უამრავი მთხოვნელი დგას ზედმეტი ბილეთის…როგორ შეიძლება არ იამაყო” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....