aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის დაფინანსებაში დაეხმარება.

“გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სამოცდაათი ათასი ან ნაკლები სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.

ამ სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადგომა, დედაქალაქის მერიის მხრიდან დაფინანსება. მაისის ბოლომდე არის განაცხადების შემოტანის ვადა მინდა მივმართო მათ, რომ იაქტიურონ. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა სემესტრულად წელიწადში ორჯერ თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით ხდება სასწავლო გრანტის ფარგლებში. 51დან 70 ქულის შემთხვევაში დაფინანსება იქნება 50%.

71-დან 91 ქულის შემთხვევაში 70% დაფინანსება ექნებათ მათ, ხოლო 91 დან 100 ქულის შემთხვევაში სრულად, 100%ით იქნებიან დაფინანსებულები. შესაბამისად მინდა მივმართო სტუდენტებს, რომ გააკეთონ განაცხადი და ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მათ.”-განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....