“სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, მე ზევით ვარო, ლამის პატრიარქსა და ღმერთს შორის. დაახლოებით ასე გველაპარაკა. აპოლიტიკური ვარო, არაპარტიული ვარო და ა.შ. როგორ შეიძლება პრეზიდენტი ლაპარაკობდეს, რომ მე პოლიტიკურ კრიზისში არ ჩავერთვები და მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებას არ გავაკეთებ. მან თავისი მხარე და პოზიცია უნდა თქვას, თუ აქვს იმის მერე რაც დაეცა თავზე ეს ბედნიერება და პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდა. მე ყოვეთვის ვთვლიდი სალომეს ხისტ, ჯიუტ და ძალიან თავმოყვარე ადამიანად და სად წავიდა ეს თავმოყვარე ქალი, რა უქნა ასეთი პრეზიდენტის სავარძელმა.”
ნინო ბურჯანაძე – პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
“ტვ პირველი” გადაცემა “პოლიტმეტრი