„ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის არ არის კარგი, როდესაც გყავს პრეზიდენტი, რომელსაც საპრეზიდენტო სავარძელი უყიდეს და თავისი პრეზიდენტობა დაიწყო ტყუილით. ვითომ იყო დამოუკიდებელი კანდიდატი და მეორე ტურის დროს დავინახეთ სალომე ზურაბიშვილი თავზე ივანიშვილის, კობახიძის და სხვა წარმომადგენლების ფოტოები”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიდერი
აღნიშნული განცხადებით ბურჯანაძე პარლამენტში დღეს დაგეგმილ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარსდგება.
გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.