aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ სირთულეები უნდა გადავლახოთ”, – პატრიარქი სომხეთის პრემიერ-მინისტრს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთკავშირის მომავალ განვითარებას დაეხმარება”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მიმართა.

ილია მეორის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სომხეთისა და საქართველოს ეკლესიები ძველებურად ძმურ ურთიერთობას შეინარჩუნებენ.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთკავშირის მომავალ განვითარებას დაეხმარება. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს სირთულეები ჩვენ უნდა გადავლახოთ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთკავშირი ჩვენს ეკლესიებს შორის ძველებურად ძმური იქნება და ჩვენი ეკლესიები ხელს შეუწყობს ურთიერთკავშირის განვითარებას ჩვენს ერებსა და სახელმწიფოებს შორის“,- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

შეგახსენებთ,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

იტვირთბა....