„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ელიზაბეთ რუდის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, ეს იყო მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი.
„იყო გამოთქმული სურვილი, რომ მოძებნილ იქნას გამოსავალი ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები ყველა როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური, გადავიდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში და იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშნვნელობა. ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, ეს იყო მოსაზრებების და ხედვების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.