aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპულ საქართველოსთან” მორიგი აქცია გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი მეშვიდე დღეა აქციას მართავენ.

ახალგაზრდები ითხოვენ, რომ დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა მანდატები დატოვონ.

პროტესტის მონაწილეებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან სტიკერები გააკრეს და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჰიმნი გააჟღერეს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება და შეეცდებიან, რომ დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.

იტვირთბა....