aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნებული 34 მოქალაქე, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო – კომპლექსში გაივლის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩინეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნებული 34 მოქალაქე, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო – კომპლექსში გაივლის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილ თამარ გაბუნია აცხადებს, აეროპორტში მოქალაქეებს ჩაუტარდებათ წინასწარი შეფასება იმისათვის, რომ არ იყოს რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება.

“არც ერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ნიშანი იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია ორკვირიანი კარანტინის გავლა, ისევე როგორც ეს მოხდა სხვა მოქალაქეების შემთხვევაში თურქეთსა და საფრანგეთში. ამ შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის იდეალური ადგილი. იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობა, მარტივად შეიძლება მოქალაქის გადმოყვანა სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუმცა ამ მომენტისათვის, არავითარი საჭიროება მათ სამედიცინო დახმარების არ აქვთ, მაგრამ კარანტინის გავლა მნიშვნელოვანია. მოქალაქეების გადაყვანა მოხდება დღესვე. როდესაც კარანტინის ორკვირიანი პერიოდი გაივლის, ისინი დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. აეროპორტში მოქალაქეებს ჩაუტარდებათ წინასწარი შეფასება იმისათვის, რომ არ იყოს რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება და ამის შემდეგ, ყველას გადავიყვანთ საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იტვირთბა....