aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არასრულწლოვანმა მამაზე შური შენიშვნის გამო იძია” – ახალი დეტალები საჩხერეში მომხდარ მკვლელობაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასრულწლოვანი შვილის მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, მამის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრები დეტალებს ყვებიან.

მათი განცხადებით, მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა და სარდაფში დამალა.

როგორც დაკავებულის ბიცოლა ყვება, ბიჭმა მამის დამალვის შემდეგ, მოჩვენებითად მისი ძებნა დაიწყო და მეზობლებთან ერთად ტყეში წავიდა. მოგვიანებით კი, გარდაცვლილი სარდაფში იპოვეს.

ბებიის ინფორმაციით კი, მისმა შვილიშვილმა მამაზე შური შენიშვნის გამო იძია.

“ობლობაში გაზრდილები არიან, მამა თან ყვებოდათ. ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია. ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა. გაათრია და სარდაფში ლეიბით დამალა. წავიდა საძებნად, ვითომ არ იცოდა სად იყო. მე ვიეჭვე, რაღაც არ იყო კარგად და ასე გავიგეთ, რომ მოკლა. სიმწრით გაზარდა ჩემმა შვილმა ბავშვები, დედა არ ყავდათ და ეცოდებოდა”,-განაცხადა ციცინო კოპაძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ საჩხერეში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....