aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სკანდალური განცხადება კორონავირუსზე: “ის ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის საიდუმლო პროგრამის ნაწილია” – ისრაელის დაზვერვის ექსპერტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის წარმოშობის წყაროებზე საუბრები არ წყდება. ახალი ვირუსის თემა, რომელმაც უკვე 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ისევ დღის წესრიგშია. ამას მოწმობს ის სკანდალური განცხადებაც, რომელიც ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა წარმომადგენელმა დანი შოჰანმა The Washington Times-თან გააკეთა.

შოჰანი ბიოლოგიური იარაღის შექმნის მცდელობაზე საუბრობს. მისი აზრით, ადგილი ჰქონდა ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობას უჰანის იმ ლაბორატორიაში, რომელიც, ამ მიმართულებით, ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია მსოფლიოში.

“კორონავირუსი, ბიოლოგიური იარაღის შექმნის საიდუმლო პროგრამის მიხედვით წარმოიშვა უხანის ლაბორატორიაში” – აცხადებს ისრაელის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ის რომ ეს ლაბორატორია ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტის ნაწილია, იმანაც დაადასტურა, როცა ამავე ლაბორატორიის 2015 წლის რეპორტაჟი გავიდა. ამ რეპორტაჟში აღწერილია თუ რა მიმართულებებზე აკეთებენ აქცენტს აღნიშნულ ორგანიზაციაში.

The Washington Times-ის ინფორმაციით, შოჰანი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია. ის ის წლების განმავლობაში იყო ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი ანალიტიკოსი და უშუალოდ ჰქონია შეხება ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დაკავშირებულ სხვადასხვა წყაროებთან.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა ეჭვი ჩინეთზე, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საიდუმლო პროგრამების განხორციელება და ექსპერიმენტები ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე. ჩინეთმა უარყო აშშ-ს მიერ მიერ გავრცელებული ინფორმაცია. თუმცა, დღეს უკვე ექსპერტების დონეზე მიდის საუბრები, რომ ახალმა ვირუსმა ზუსტად უხანის ლაბორატორიიდან მაშინ გამოაღწია, როცა იქ მსგავსი ექსპერიმენტები მიმდინარეობდა.

იტვირთბა....