aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზესტაფონში, ე.წ. “უბნის მაყურებელმა” პოლიციელი სცემა – “მთავარი არხი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზესტაფონში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ნუკრი რობაქიძე, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა პირმა, ე.წ. “უბნის მაყურებელმა” სცემა. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, რობაქიძემ აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ტვინის შერყევა მიიღო და საავადმყოფოში იწვა. რასაც კატეგორიულად უარჰყოფს პოლიციელი და ამბობს, რომ ტვინის შერყევა არა ცემისგან, არამედ თოვლში წაქცევისგან მიიღო.

ჟურნალისტის განცხადებით, კი მძიმე სანახავი იყო პოლიციელი, რომელიც სიუჟეტის მომზადების დროს იტყუებოდა. რადგან წყარო, რომელმაც “მთავარს” ცემის შესახებ შეატყობინა, იუწყება, რომ რობაქიძე შესაბამის უწყებაში დააშინეს და უთხრეს, ამ ფაქტზე არ ესაუბრა. რაც შეეხება, დამნაშავეს, ე.წ. “უბნის მაყურებელს”, ხელისუფლებისგან ხელშუხებლობის გარანტია აქვს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ.

იტვირთბა....