aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა” – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, სალომე ზურაბიშვილი, მომავალ კვირაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას აპირებს.

ორბელიანის სასახლეში ასევე განიხილავენ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ დამატებით საჭიროებებს და შესაძლო ინიციატივებს.

“ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა.

სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას.

აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა” – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

იტვირთბა....