aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში” – წარწერა ჭაჭაზე, რომელიც რუსეთში გაიყიდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჭაჭაურა” თაფლის არაყია, რომელიც მალე ქართულ და რუსულ ბაზარზე წარწერით – „დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში“ გაიყიდება.

“ჭაჭაურას” მწარმოებელმა, ექიმმა ზურაბ ქუმსიაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ  მსგავსი წარწერა ნებისმიერ ექსპორტირებულ პროდუქტზე უნდა იყოს.

ქუმსიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოშიც და რუსეთშიც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჭაჭა წარწერით “დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში” უახლოეს მომავალში ექსპორტზე გავა.

“მე ფოტოაპარატების კოლექცია მაქვს. ერთ-ერთ იაპონურ აპარატზე, რომელიც 1947 წელს არის გამოშვებული, შევნიშნე წარწერა – “Made In Occupied Japan”. პროდუქტის შექმნის პერიოდში იაპონია ოკუპირებული იყო. ვიფიქრე, ჩვენ რატომ არ უნდა გავაკეთოთ მსგავსი რამ, მხოლოდ ტელევიზიით საუბარი საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, ნებისმიერ ექსპორტირებულ პროდუქტზე უნდა იყოს ასეთი წარწერა”,- აცხადებს ქუმსიშვილი.

ზურაბ ქუმსიაშვილის თქმით, თაფლის არაყი განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება.

“ზოგადად, თაფლის არაყს თაფლიდან დარჩენილი სანთლით ამზადებენ, მე კი ჭაჭის დასამზადებლად პირდაპირ ნატურალურ თაფლს ვიყენებ, რაც სასმელს სულ სხვა არომატს სძენს”,- აღნიშნავს ქუმსიაშვილი.

მწარმოებლის თქმით, დამზადების განსხვავებული ტექნოლოგია პროდუქტის ფასზეც აისახება და 0.5 ლიტრი არყის ფასი 50 ლარი იქნება.

იტვირთბა....