aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

იოკოჰამას პორტში, საკრუიზო ლაინერზე ახალი კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 454-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერსი” იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაში მყოფი საკრუიზო ლაინერი Diamond Princess, კარანტინში  3 თებერვლიდან იმყოფება. ბორტზე 3 700 ადამიანი იყო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან ახალი კორონავირუსი 40-ს დაუდგინდა.

იტვირთბა....