ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ძმაზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი, სასამართლომ დამნაშავედ სცნო

სასამართლომ დამნაშავედ სცნო მამაკაცი, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო, ძმაზე ძალადობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მსხვერპლი მუდმივ დამცირებას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას განიცდა ძმისგან, რაც გახდა მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზი.

აღნიშნულ ფაქტზე, 2019 წლის 29 ოქტომბერს, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მოძალადე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....